ფეხბურთი

18:35 | 24.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი დაადასტურა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ზღვისპირელთა ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოპოსტი გამოაქვეყნა. 21 წლის შემტევმა ფეხბურთელმა ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი შეაჩერა და სანაკრებო პაუზის შემდეგ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ბათუმურ გუნდში ითამაშებს (30 ივნისამდე).

ვთქვათ ისიც, რომ კონტრაქტი 1 ივლისამდე შეჩერდა, როგორც ეს ფიფას მიერ გამონაკლისის სახით დაიშვა. შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობდა და ამ პერიოდში ჩატარებულ 73 მატჩში 9 გოლი გაიტანა, 18-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.13397