ფეხბურთი

16:57 | 24.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

იაპონიამ და საუდის არაბეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება იაპონიისა და საუდის არაბეთის ნაკრებებმა მოიპოვეს.

აზიის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის მეცხრე ტურში იაპონია სიდნეიში ავსტრალიას დაუპირისპირდა და კაორუ მიტომას დუბლით 2:0 დაამარცხა. შედეგად, 21 ქულა დააგროვა და მუნდიალის საგზური ბოლო ტურის წინ გაინაღდა. იაპონია მსოფლიოს ჩემპიონატზე მეშვიდედ გავიდა.

საუდის არაბეთმა ყატარში თამაშის უფლება უთამაშებლად მოიპოვა, რადგან ავსტრალია მისი კონკურენტი იყო და მას შემდეგ, რაც ავსტრალიელები დამარცხდნენ, საუდის არაბეთიც მიუწვდომელი გახდა. ამრიგად, ავსტრალიის ნაკრების პლეი-ოფში მოუწევს გადართვა და მუნდიალზე გასასვლელად იქ იბრძოლებს.

ამ დროისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 17 მონაწილეა ცნობილი - ყატარი, გერმანია, დანია, ბრაზილია, საფრანგეთი, ბელგია, ხორვატია, ესპანეთი, სერბეთი, ინგლისი, შვეიცარია, ნიდერლანდები, არგენტინა, ირანი, სამხრეთ კორეა, იაპონია და საუდის არაბეთი.

0.139978