„ჩელსის“ დამრიგებელი, ტომას ტუხელი, „რეალის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია, იმ შემთხვევაში, თუ კარლო ანჩელოტის დაითხოვენ - წერს Sport.es.
წყაროს ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტის დათხოვნის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. თუ „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონობას და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, შესაძლოა, ანჩელოტი დატოვონ კიდეც თანამდებობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მადრიდელები ტუხელთან მოლაპარაკებას შეეცდებიან.