პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ფერნანდუ სანტუში, ჟურნალისტებს თურქეთთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფლეი-ოფის მოსალოდნელ ნახევარფინალურ მატჩზე ესაუბრა.
„კარგად გვესმის რა საპასუხისმგებლო მატჩი გველის და ვიცით რა უნდა გავაკეთოთ დასაწყისიდანვე. თურქეთი ძლიერი გუნდია და თავისი მიზანი აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს.“ - ციტირებს სანტუშის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალია - თურქეთის შეხვედრა დღეს, 24 მარტს გაიმართება პორტუში და თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწეყბა. ამ წყვილში გამარჯვებული ფინალში იტალია - ჩრდილოეთ მაკედონიას შორის მოგებულს შეხვდება.