ფეხბურთი

0:22 | 24.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური კლუბები რუსული და უკრაინული გუნდებიდან ფეხბურთელებს არ დაიმატებენ

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ზაფხულამდე ტრანსფერი ახლა უკვე ნამდვილად გამოირიცხა. საქმე ისაა, რომ იტალიურმა კლუბებმა ფიფასა და უეფას ნებართვის მიუხედავად, რუსული და უკრაინული კლუბებიდან ფეხბურთელების ზაფხულამდე დამატებაზე უარი თავად თქვეს.

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ კლუბებმა არაოფიციალურ, ჯენტლმენურ შეთანხმებას მიაღწიეს, რომ სეზონის მიმდინარეობისას, როცა სტანდარტული სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, არ გაძლიერდნენ რუსულ-უკრაინული კლუბების ფეხბურთელებით, რითაც ისინი ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნებას მოახერხებენ.

მოგეხსენებათ, რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ლეგიონერებს 7 აპრილამდე კლუბების შეცვლის უფლება აქვთ. თუმცა, როგორც ვთქვით, იტალიურმა გუნდებმა ამ გამონაკლისით სარგებლობაზე უარი თავად თქვეს.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ ბრიტანული მედიის ინფორმაციით, იმავე გადაწყვეტილებას მიიღებენ ინგლისური კლუბებიც.

თეგებისერია A
0.141259