ფეხბურთი

0:00 | 24.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდი გერმანიასთან მარცხით დაიწყო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში წარუმატებელი სტარტი აიღო და პირველ ტურში გერმანიასთან დამარცხდა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი მესამე ჯგუფში ასპარეზობს, რომელსაც შოტლანდია მასპინძლობს. პირველ ტურში ქართველმა ფეხბურთელებმა გერმანიასთან 0:3 წააგეს და უქულოდ დარჩნენ.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში მასპინძელი შოტლანდია ჩეხეთს დაუზავდა (2:2). მეორე ტურში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 26 მარტს, ჩეხეთს შეხვდება, ხოლო ასპარეზობას 29 მარტს, შოტლანდიასთან თამაშით დაასრულებს. ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირველი და საუკეთესო მეორე ადგილოსნები მიიღებენ.

გერმანია - საქართველო 3:0 (1:0)

საქართველო: კოპალიანი, ნარიმანიძე, ხარჩილავა, ჩიხაძე, ტაბატაძე (ბასილაძე 78), ლოდრქიფანიძე, ციკოლია, ალიბეგაშვილი (გადილია 78), პარკაძე (ფარცვანია 89), სიგუა (ნინიძე 84), რობაქიძე

გოლები: 1:0 ბიშოფი (26), 2:0 ვაიპერი (76), 3:0 კრატენმახერი (87)

0.156942