„ლიდსის“ ნახევარმცველი რაფინია მზადაა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „ბარსელონაში“ გადავიდეს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
იტალიელი ინსაიდერის ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, რაფინიამ კი ესპანეთში გადაბარგებაზე თანხმობა უკვე განაცხადა. „ბარსაში“ რაფინია უსმან დემბელეს შემცვლელად ესახებათ, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ეწურება და სავარაუდოდ მას არ განაახლებს.
მიმდინარე სეზონში რაფინიამ 27 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.