სხვა

1:36 | 23.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარკესს ინდონეზიაში ავარიის შემდეგ ისევ მხედველობის გაორება აქვს

ინდონეზიის დიდი პრიზის გასახურებელი სესიის დროს მომხდარი ავარიის შემდეგ, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონს, ესპანელ მარკ მარკესს ისევ მხედველობის გაორება დაეწყო.

„ჰონდას“ მრბოლს მეშვიდე მოსახვევში შეცდომა მოუვიდა, მისი ბაიკი უკონტროლო გახდა და მარკესი ჰაერში ააგდო. პილოტი ბედზე გადაურჩა ბაიკის ქვეშ მოყოლას, თუმცა ასფალტზე ხისტად დაეცა. დაცემისას თავიც დაარტყა, თუმცა სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.

მომხდარის გამო, მარკესს რბოლაში მონაწილეობა არ მიუღია. სამედიცინო შემოწმებამ კი დაადგინა, რომ 29 წლის მოტომრბოლს ავარიის შემდეგ, მხედველობის გაორება გაუმეორდა. მსგავსი სიმპტომი მას გასული სეზონის მიწურულსაც ჰქონდა - ვარჯიშისას დაეცა და ტვინის შერყევა მიიღო. მაშინ ექიმებმა ურჩიეს, რომ რბოლებში მონაწილეობისგან თავი შეეკავებინა.

„ესპანეთში დაბრუნების შემდეგ, დისკომფორტი ვიგრძენი. მხედველობა გამიუარესდა, რის გამოც დოქტორ სანჩეს დალმანს მივაკითხე. მან დაადასტურა, რომ დიპლოპიის ახალი ეპიზოდი მაქვს. იღბლად, ამჯერად საქმე უფრო იოლადაა, ვიდრე გასული სეზონის ბოლოს. ახლა დასვენება მჭირდება. თან უნდა დავაკვირდე, როგორ განვითარდება ჩემი ტრავმა“, - ყვება მარკესი.

0.154632