ფეხბურთი

1:36 | 23.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების პირველი ვარჯიში სარაევოში (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის სარაევოში ემზადება. ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში ვილი სანიოლის გუნდმა 22 მარტს პირველი ვარჯიში გამართა. საფეხბურთო კლუბ "სარაევოს" ბაზაზე ეროვნული ნაკრების ვარჯიში ერთი საათი გაგრძელდა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ლაშა დვალი გუნდთან ერთად ვარჯიშს, სავარაუდოდ, დღეს დაიწყებს. ეროვნულ ნაკრებს ვაკო ყაზაიშვილი 23 მარტს შეუერთდება.

საქართველოს ნაკრების წლის პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ვაკო გვილიამ მოახლოებულ მატჩებზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

"ჩვენთვის ახალი ეტაპი იწყება, ორი ამხანაგური მატჩი გვაქვს გასვლაზე. რა თქმა უნდა, მთელი აქცენტი კეთდება ივნისის თამაშებისთვის მოსამზადებლად. ნაკრებში ამხანაგური შეხვედრები არ არსებობს. ეროვნულ გუნდში ყოველთვის მოსაგებად ჩამოვდივართ, ახალი სქემების და ტაქტიკის შესამუშავებლად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებითი შედეგი ვაჩვენოთ და მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ ივნისის ოფიციალურ მატჩებს", - თქვა ვარჯიშის შემდეგ ვაკო გვილიამ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში), საბა კვერკველია (მეტალისტი), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი)

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი ტულა), ვაკო გვილია (რაკუვი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი)

თავდამსხმელები: დავით ვოლკოვი (ზირა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსანი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 მარტს ბოსნიას, ხოლო 29 მარტს ასევე სტუმრად ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

NAKREBI.GE

0.130174