ფეხბურთი

20:47 | 22.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

იარმოლენკო: "უკრაინა მუნდიალზე პირდაპირ არ უნდა გავიდეს, ეს უსამართლობა იქნება"

ლონდონის „ვესტ ჰემისა“ და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა ანდრეი იარმოლენკომ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკრაინის ნაკრებმა უთამაშებლად არ უნდა მოიპოვოს. როგორც მან აღნიშნა, ისინი მოედანზე გავლენ და საუკეთესო იქ გაირკვევა.

„ახლა ძნელია ფეხბურთზე ფიქრი, ამჟამად ფეხბურთზე არავინ ფიქრობს, მაგრამ როდესაც თამაში იქნება, რამდენადაც შეგვეძლება, იმდენად დავიხარჯებით. 100%-ით ალბათ მზად არ ვიქნებით, რადგან არიან ფეხბურთელები, რომლებიც ახლა არ ვარჯიშობენ, ხელში ავტომატი უჭირავთ და ომში არიან, ზოგი მოხალისედ მუშაობს, მაგრამ ყველაფერს გავიღებთ.

სადღაც წავიკითხე, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პირდაპირ უნდა მოგვცენ, ვფიქრობ, ეს არასწორია. გვაქვს ხელები, ფეხები, მოედანი. ყველაფერი იქ უნდა გადავწყვიტოთ. დაგვეხმარეთ ამ ომის შეჩერებაში, დახურეთ ცა და ჩვენ მოედანზე გადავწყვეტთ ვინ უნდა გავიდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ვინც უფრო ძლიერი იქნება ის გავა“, - თქვა იარმოლენკომ.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ უკრაინის საპლეი-ოფო მატჩები ივნისისთვის გადადო, ხოლო რუსეთის ნაკრები საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოკვეთა.

0.115731