ფეხბურთი

18:21 | 22.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმის" დირექტორი: "კიტეიშვილი, როცა მოედანზეა, გუნდს სხვა თავდაჯერება აქვს"

გრაცის „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა ოთარ კიტეიშვილის შესახებ ისაუბრა, რომელიც მოედანს 6-თვიანი პაუზის შემდეგ გასულ უიქ-ენდზე დაბრუნდა. შიკერმა ქართველი ნახევარმცველი შეაქო და აღნიშნა, რომ ის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

„მხოლოდ გულშემატკივრების რეაქციაც კმარა კლუბში მის როლზე. უბრალოდ განსხვავებული თავდაჯერება არსებობს, როცა ოთარ მოედანზეა. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას ექვსი თვის განმავლობაში მოუწია გაჩერება და დრო კიდევ სჭირდება ფორმაში დასაბრუნებლად. ვინ ითამაშებს ის თუ მანი სარკარია? სხვა ვარიანტებიც არის, ორივეს ერთად თამაში შეუძლიათ, რადგან ორივეს შეუძლიათ მერვე და მეათე ნომრის პოზიციებზე თამაში“, - თქვა შიკერმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილს ყველა ტურნირზე 15 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლი გაიტანა, 4-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.118799