ფეხბურთი

12:25 | 22.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რობი ფაულერი: „სიმეონე არ მოეწონებათ ადამიანებს, ვისაც ფეხბურთი უყვარს“

ინგლისის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ყოფილ თავდამსხმელს, რობი ფაულერს, არ მოსწონს დიეგო სიმეონეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნის იდეა. ასეთი ვერსია რამდენიმე დღის წინათ „მანჩესტერის“ ყოფილმა მცველმა, ამჟამად კი ფეხბურთის ანალიტიკოსმა, გარი ნევილმა გააჟღერა.

„რამდენი წელიწადი დახარჯა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ალექს ფერგიუსონის ღირსეული შემცვლელის ძებნაში? ცხრა წელი და შვიდი მწვრთნელი, დროებითების ჩათვლით. უბრალო პასუხი პროზაულია: ძალიან ბევრი.

გამეცინა, როცა გავიგე, რომ გარი ნევილი „მანჩესტერის“ დამრიგებლად დიეგო სიმეონეს მოიაზრებს. სერიოზულად ფიქრობს ამას?

არ ვამბობ, რომ სიმეონე ანტიფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მისი გუნდის ქცევა მინდორზე, საშინელი ტაქტიკა და რაღაც გამოხტომები... ეს არანაირად არ ჯდება „მანჩესტერის“ სტილში. გულშემატკივრებს გარკვეული მოლოდინი აქვთ, რომ გუნდი იმ ფილოსოფიით ითამაშებს, რომელსაც თავის დროზე საფუძველი მეტ ბასბიმ და ალექს ფერგიუსონმა ჩაუყარეს.

სიმეონე არ მოეწონებათ ადამიანებს, რომლებსაც ფეხბურთი უყვართ. მისი დანიშნულება მეტოქისთვის თამაშში მხოლოდ ხელის შეშლაა.“ - ციტირებს ფაულერის სიტყვებს Mirror.

0.123147