კალათბურთი

18:39 | 20.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 12 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 25-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ბურგოსი“ დამაჯერებლად, 91:78 დაამარცხა. უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის ბედი მეოთხე პერიოდში გადაწყდა, თორემ იქამდე საკმაოდ დაძაბული მატჩი იყო.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 22:51 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 13 აღმოჩნდა.

„ლენოვო ტენერიფეს“ 14 მოგების წილ 8 წაგება აქვს და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 26 მარტს, „გრან კანარიას“ ესტუმრება.

25-ე ტურში ბექა ბურჯანაძის „ბეტისმა“ „ჟუვენტუტის“ წინააღმდეგ ითამაშა და მორიგი მარცხი განიცადა - 66:77. ქართველმა კალათბურთელმა 12 წუთში თითო ქულა, მოხსნა და პასი მიითვალა.

ბექამ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი და სამქულიანი კი არ უსვრია და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 4 აღმოჩნდა. „ბეტისს“ 6 მოგების წილ 17 წაგება აქვს, სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში „უნიკახას“ სტუმრად 27 მარტს დაუპირისპირდება.

0.102146