სხვა

1:32 | 20.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

სლოკარმა სეზონის ბოლო გიგანტური სლალომი მოიგო

კურშეველში გამართული გიგანტური სლალომის სეზონის ბოლო რბოლა სლოვენიელი ანდრეია სლოკარის გამარჯვებით დასრულდა. მისთვის ეს მსოფლიო თასზე მოპოვებული მეორე გამარჯვებაა - პირველს ავსტრიის ცუერსში, პარალელურ სლალომში მიაღწია.

24 წლის სლოვენიელმა კარგად შესრულებული მეორე ცდის წყალობით მიაღწია გამარჯვებას. მან 0.48 წამით აჯობა მეორეზე გასულ გერმანელ ლენა დუერს, ვინც პირველი ცდის შემდეგ ლიდერი იყო. საინტერესოა, რომ დუერსაც აქამდე მსოფლიო თასზე მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა (აქვს), რომელიც ცხრა წლის წინათ მოიპოვა.

მესამე ადგილი კი სლოვაკმა პეტრა ვლჰოვამ დაიკავა, რომელმაც გამარჯვებულთან 0.81 წამი წააგო. ვლჰოვამ გიგანტურ სლალომში ბროლის გლობუსი ვადამდე გაინაღდა.

ამჯერად მერვე შედეგს დასჯერდა ამერიკელი მიკაელა შიფრინი, ვინც კურშეველში დაშვებასა და სუპერ გიგანტში გაიმარჯვა და ბროლის დიდ გლობუსს დაეუფლა.

0.127371