ფეხბურთი

0:23 | 20.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: „კლასიკოში“ ფავორიტი „რეალია“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა, ჟურნალისტებს უთხრა რომ მომავალ კლასიკოში ფავორიტი მადრიდის „რეალია.“

„კარგი მომენტია იმის დასამტკიცებლად, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენი გუნდი აღმავლობის გზაზეა. ამ თამაშში ჩვენი ინდივიდუალურობა უნდა გამოვავლინოთ. სტუმრად დავამტკიცოთ რისი შემძლენი ვართ.

თუ ფავორიტის დასახელება გნებავთ, ეს „რეალია,“ რადგან შინ თამაშობს, შესანიშნავ ფორმაშია და ცხრილის ლიდერია.“ - ციტირებს ჩავის სიტყვებს Marca.

ესპანური პრიმერას 29-ე ტურის „რეალ“ – „ბარსელონას“ მატჩი კვირას, 20 მარტს, მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

0.118626