სხვა

23:07 | 19.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოდერმატმა სეზონი გიგანტურ სლალომში გამარჯვებით დაასრულა

საფრანგეთის სამთო კურორტ კურშეველში, სამთო თხილამურობის მსოფლიო თასის გიგანტური სლალომის ბოლო რბოლა გაიმართა, რომელშიც გამარჯვება შვეიცარიელმა მარკო ოდერმატმა მოიპოვა. მისთვის ეს მსოფლიო თასზე მოპოვებული მე-11 გამარჯვებაა.

ოდერმატს გიგანტურ სლალომში ბროლის მცირე გლობუსი ადრევე ჰქონდა განაღდებული. მოგვიანებით მან დიდი გლობუსიც (აბსოლუტური ჩათვლა) მოიგო. ამ სეზონში გამართული გიგანტური სლალომის რვა რბოლიდან, მან ხუთში გაიმარჯვა და ამავე დისციპლინაში, ოლიმპიურ ოქროსაც დაეუფლა.

კურშეველის რბოლისას, შვეიცარიელმა პირველივე ცდაზე საუკეთესო დრო დააფიქსირა. ორი ცდის ჯამში კი, მეორეზე გასულ ნორვეგიელ ლუკას ბრაათენს 0.49 წამით აჯობა. მესამე ადგილზე შვეიცარიელი ლოიკ მეიიარი გავიდა, ვინც გამარჯვებულს 0.63 წამით ჩამორჩა.

0.134666