კალათბურთი

11:54 | 19.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე: "ბოლომდე ვიბრძოლეთ და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ"

გოგა ბითაძემ "ჰიუსტონთან" შეხვედრაში პირადი რეკორდი დაამყარა და ერთ-ერთი გამორჩეული თამაში ჩაატარა. ქართველი ცენტრი პარკეტს მცირე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა და მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარიც გააკეთა.

"ტრავმის გამო ორი თამაში გამოვტოვე. თუმცა, კარგი თამაშით დაბრუნება და ამ მოგების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ნდობისთვის და გუნდისთვისაც. მეოთხე პერიოდში ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ.

საკმაოდ უხერხული ტრავმა მქონდა, რომელიც ხან მიყუჩდებოდა და მერე ისევ თავს მახსენებდა. დღეს დილიდანვე თავს კარგად ვგრძნობდი, მოთელვისასაც კარგად ​გავხურდი და გადავწყვიტეთ, რომ უნდა მეთამაშა. ეს წარმატება საერთო გუნდური მუშაობის შედეგია. ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ყოველთვის ფორმაში უნდა იყო. ეს ჩვენი საქმეა, ჩვენი სამუშაოა. უბრალოდ უნდა იყო მზად, განაგრძო მუშაობა და გამოხვიდე სათამაშოდ, როცა მწვრთნელი გამოგიძახებს", - განაცხადა გოგა ბითაძემ.

გეტყვით, რომ "პეისერსმა" მეტოქეს 3-ქულიანი სხვაობით - 121:118 მოუგო, გოგამ კი 26:14 წუთში 23 ქულა, 9 მოხსნა, 3 შდეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

0.113242