ფეხბურთი

2:10 | 19.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის მატჩი მსაჯზე თავდასხმის გამო შეწყდა (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში „ბოხუმისა“ და „გლადბახის“ მატჩით გაიხსნა, მაგრამ შეხვედრა 68-ე წუთზე შეწყდა.

მიზეზი მასპინძელი ფანებია, რომლებმაც გვერდით მსაჯს სხვადასხვა ნივთები ესროლეს, რის შედეგადაც მთავარმა არბიტრმა თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

„გლადბახი“ 68-ე წუთისთვის ალესან პლეასა და ბრილ ემბოლოს გოლებით დამაჯერებლად იგებდა, ხოლო „ბოხუმის“ ფანებმა ლაინსმენ კრისტიან გიტელმანის წინააღმდეგ გამოხატეს აგრესია.

გულშემატკივრები ვერც „ბოხუმის“ ფეხბურთელებმა დაამშვიდეს და თამაში აღარ გაგრძელებულა. მოსალოდნელია, რომ ბუნდესლიგის სადისციპლინო კომიტეტი „ბოხუმს“ ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლის და სავარაუდოდ, სტადიონს დისკვალიფიკაციასაც გამოუწერს.

0.118035