ფეხბურთი

19:52 | 18.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფისთვის

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფისთვის იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ შემადგენლობა დაასახელა.

„სკუადრა აძურაში“ მან 33 ფეხბურთელი გამოიძახა და გუნდი შეკრებას 21 მარტიდან კოვერჩანოს ბაზაზე დაიწყებს.

მეკარეები: ალესიო კრანიო (კალიარი), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, საფრანგეთი), პიერლუიჯი გოლინი (ტოტენჰემი, ინგლისი), სალვატორე სირიგუ (ჯენოა)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ემერსონ პალმიერი (ლიონი, საფრანგეთი), ალესანდრო ფლორენცი (მილანი), ლუის ფელიპე (ლაციო), ჯანლუკა მანჩინი (რომა)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ლორენცო პელეგრინი (რომა), მატეო პესინა (ატალანტა), სტეფანო სენსი (სამპდორია), სანდრო ტონალი (მილანი), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), ჟოაო პედრო (კალიარი), მატეო პოლიტანო (ნაპოლი), ჯაკომო რასპადორი (სასუოლო), ჯანლუკა სკამაკა (სასუოლო), მატია ძაკანი (ლაციო), ნიკოლო ძანიოლო (რომა)

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები 24 მარტს, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში სტუმრად 29 მარტს, პორტუგალიას ან თურქეთს შეხვდება.

0.124136