ფეხბურთი

18:02 | 17.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე: "მამარდაშვილი მომავალში პირველ ნომრად მესახება"

ესპანური „ვალენსიას“ ლეგენდარულმა მეკარემ, ხოსე მანუელ სემპერემ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. როგორც 64 წლის ვეტერანმა კიპერმა აღნიშნა, ქართველი იმსახურებს ძირითადში თამაშს და მომავალში ის „ვალენსიას“ პირველ მეკარეც წარმოუდგენია.

„მან ძალიან კარგად დაიწყო, შემდეგ ადაპტაციის მხრივ ცოტა გჭირდა, მაგრამ ახლა უფრო კარგად დაბრუნდა და სიმართლე ისაა, რომ მასთან ერთად გუნდი უფრო უსაფრთხოდ თამაშობს. მამარდაშვილი უმატებს და მომავალში მას პირველ მეკარედ ვხედავ, ფაქტია, მასთან ერთად გუნდის უკეთესი და ერთიანია. მწვრთნელებმა უნდა შეაფასონ, მაგრამ ჩემი აზრით, ესპანეთის თასის ფინალში დაიმსახურა“, - თქვა სემპერემ.

შეგახსენებთ, ხოსე მანუელ სემპერე „ვალენსიაში“ 1979-1995 წლებში თამაშობდა და 301 მატჩი ჩაატარა. გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 13 მატჩი აქვს ჩატარებული (11 ლა ლიგაში, 2 თასზე) და კარი მშრალად მეექვსედ შეინახა. აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მესამედ გააკეთა. მან „ხეტაფემდე“ „ბილბაოსთან“ და „მალიორკასთან“ შეძლო კარის ხელუხლებლად შენახვა. მანამდე იგივე გააკეთა 6 თებერვალს „სოსიედადთან“ და ჯერ კიდევ აგვისტოში, „ხეტაფესთან“ და „ალავესთან“.

საგულისხმოა, რომ მამარდაშვილს "ვალენსიას" მეკარეებში ყველაზე მეტი მშრალი თამაში აქვს მიმდინარე სეზონში - 13-დან 6. შედარებისთვის, იასპერ სილესენმა კარი უგოლოდ 15 მატჩიდან მხოლოდ სამში შეინახა, ხოლო ხაუმე დომენეკმა 8 შეხვედრიდან ორჯერ შეძლო გოლგაუშვებლად თამაში.

„ვალენსიას“ ლა ლიგაში 28 ტურის შემდეგ 37 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 19 მარტს, სტუმრად „ელჩესთან“ ჩაატარებს.

0.125343