საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა The Guardian-მა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა თურმე გუნდის მთავარმწვრთნელობის კანდიდატად, ამჟამად „სევილიის“ დამრიგებელ ხულენ ლოპეტეგისაც განიხილავს.
წყაროს მტკიცებით, მანკუნიანელთა დიდკაცები 55 წლის ესპანელს მათი სტილისთვის შესაფერის სპეციალისტად მიიჩნევენ.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერელებს ამავე თანამდებობაზე სხვა კანდიდატებიც შეუგულებიათ: „პარი სენ-ჟერმენის“ მაურისიო პოჩეტინო, „აიაქსის“ ერიკ ტენ ჰაგი და ესპანეთის ნაკრების თავკაცი ლუის ენრიკე. ასევე აკვირდებიან ტომას ტუხელის მდგომარეობას ჩელსიში.
სეზონის ბოლომდე კი „ალისფერ ეშმაკუნებს“ 63 წლის გერმანელი რალფ რანგნიკი ამზადებს.