ფეხბურთი

14:21 | 17.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გარი ნევილი: „ოთხშაბათს „ლივერპული“ ამ სეზონში პირველად გახდა ჩემპიონობის რეალური კანდიდატი“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი, ამჟამად კი ფეხბურთის ანალიტიკოსი, გარი ნევილი, მიიჩნევს, რომ ოთხშაბათს „არსენალთან“ სტუმრად გამარჯვების შემდეგ (0:2), „ლივერპული“ მიმდინარე სეზონში პირველად გახდა ტიტულის მოპოვების რეალური კანდიდატი.

„არსენალთან“ მატჩი კლასიკური გახლდათ. სწორედ ასეთი მოგებების შემდეგ ხდებიან ხოლმე ჩემპიონები. „ლივერპულს“ ჰქონდა ყველაფერი, რაც გუნდ-გამარჯვებულს მოეთხოვება. შეიძლება მერსისაიდელებმა წლეულს ტიტული ვერ მოიპოვონ, რადგან აბსურდულად კარგ „მანჩესტერ სიტის“ ეჯიბრებიან, მაგრამ ყველა საჭირო უნარი მათ გააჩნიათ. კლოპის გუნდი შესანიშნავ ფორმაში და თავდაჯერებული ხვდება დარჩენილ ცხრა მატჩს.

„ლივერპული“ ყველა ტურნირში მონაწილეობს. ლიგის თასი უკვე მოიგეს. ხუთი შემტევი ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგობას მოერევა, გამოცდილი დაცვა, ნახევარდაცვა და დიდებული მეკარე, წარმატების საწინდარია.

გვარდიოლა გენიალური მწვრთნელია, მაგრამ არ გამიკვირდება თუ ჩემპიონი „ლივერპული“ გახდება.“ - ციტირებს ნევილის სიტყვებს Sky Sports.

„არსენალთან“ გამარჯვების შემდეგ, „ლივერპული“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ „სიტის.“

0.113299