სხვა

12:39 | 17.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე ორთაბრძოლა მოიგო და დადებით ბალანსზე გავიდა (+VIDEO)

ჰარუ ბაშოზე დადებით ბალანსზე გავიდა ქართველი სუმოისტი. ტოჩინოშინი წლის მეორე სუპერტურნირის მე-5 საშეჯიბრო დღეს მე-16 მაეგაშირა კოტოკუზანს შეხვდა, რომელიც ოშიდაშის ილეთით დაამარცხა.

ჩვეებურმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, მეტოქის ყველა დარტყმა მოიგერია, თუმცა საბოლოოდ იაპონელს დოჰიოზე ფეხი დაუცდა და ტოჩიმ ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი სათავისოდ გახსნა, რადგან აღნიშნულ მეტოქეს დღეს პირველად შეხვდა.

ლევანს მარტის ბაშოზე 3 მოგება და 2 მარცხი დაუგროვდა, დადებითი ბალანსისთვის კი დარჩენილი 10 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 5-ის მოგება მართებს. ხვალ გორგაძის მეტოქე მე-12 მაეგაშირა ჩიიოტარიუ იქნება, რომელსაც აქამდე 15-ჯერ შეხვედრია და 10-ჯერ მოიგო - 5-ჯერ კი თავად დამარცხდა.

0.119172