ფეხბურთი

13:16 | 17.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „აუცილებელია სწორი მენტალიტეტის შენარჩუნება“

პრემიერლიგის 27-ე ტურის გადატანილ მატჩში, „არსენალთან“ სტუმრად გამარჯვების შემდეგ (0:2), „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ. ლონდონში ჩამოსვლა და აქ „არსენალის“ დამარცხება, განსაკუთრებული განცდაა. მით უმეტს, ისეთ სიტუაციაში, როგორშიც თამაშის სიუჟეტი ვითარდებოდა.

თავიდან ბურთს კარგად ვერ ვფლობდით. მეტოქეს კი გასატანად კარგი შესაძლებლობები ჰქონდა. მეორე ტაიმში უფრო „მაღლა ავიწიეთ,“ ინიციატივა მოვიპოვეთ და თამაში შევცვალეთ.

მიხარია, რომ ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდით. შეიძლება აქედან სიამოვნებაც მივიღოთ. მაგრამ საჭიროა წინ სვლა და გამარჯვებები, რაც ადვილი არ არის. აუცილებელია სწორი მენტალიტეტის შენარჩუნება.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტვებს BBC.

„ლივერპულმა“ 29 ჩატარებული მატჩის შემდეგ, 69 ქულა მოაგროვა და მხოლოდ ერთი პუნქტითღა ჩამორჩება ლიდერ „მანჩესტერ სიტის.“

0.113784