ფეხბურთი

10:24 | 17.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელმა ზიდანს აჯობა და ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

ლონდონის „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში ფრანგულ „ლილს“ ისევ მოუგო (1:2, პირველი შეხვედრა - 2:0) და შემდგომ ეტაპზე გავიდა.

„არისტოკრატთა“ მწვრთნელისთვის, ტომას ტუხელისთვის, ეს 32-ე გამარჯვება გამოდგა ტურნირის პირველ 50 მატჩში, რაც სარეკორდო მაჩვენებელია - გვამცნობს OptaFranz.

ამისდაკვალად, გერმანელმა სპეციალისტმა ზინედინ ზიდანს აჯობა, რომელსაც ლიგის ამდენივე შეხვედრაში 31-ჯერ გაემარჯვა. მესამე ადგილზე „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლაა - 30 გამარჯვება 50 მატჩში.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა პარასკევს, 18 მარტს გაიმართება შვეიცარიულ ნიონში.

0.117676