სხვა

2:48 | 17.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

სოფია გოჯამ დაშვებაში მსოფლიო თასი მეორედ მოიპოვა

საფრანგეთის კურშეველში, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის ფინალური რბოლები იმართება. ქალთა შორის დაშვების ბოლო რბოლა, ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა მოიგო და აბსოლუტურ კლასიფიკაციაში ლიდერობა განიმტკიცა. დაშვებაში ბროლის გლობუსს კი იტალიელი სოფია გოჯა დაეუფლა.

შიფრინი სამჯერ ფლობდა ბროლის დიდ გლობუსს და და სამიც ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული, თუმცა პეკინის თამაშებზე ერთსაც ვერ დაეუფლა. კურშეველში მოგებული რბოლა, მის კარიერაში, მსოფლიო თასზე 74-ე გამარჯვებაა.

27 წლის ამერიკელმა ფინიშს წუთსა და 27 წამში მიაღწია და უკან მოიტოვა ავსტრიელი კრისტინ შეიერი და შვეიცარიელი იოანა ჰელენი, რომლებმაც ზუსტად ერთი და იგივე დრო დააფიქსირეს და მეორე ადგილი გაიყვეს.

ამ მოგებით, შიფრინს აბსოლუტურ ჩათვლაში 1 345 ქულა დაუგროვდა. მეორე ადგილზე მყოფ სლოვაკ პეტრა ვლჰოვას 1 189 ქულა აქვს.

გოჯა მხოლოდ მე-12 შედეგს დასჯერდა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა დაშვებაში ბროლის გლობუსის მოსაპოვებლად. ამავე სახეობაში მან პეკინის თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

0.121749