ფეხბურთი

18:58 | 16.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: "მბაპე პელეს ჰგავს"

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მბაპე პელეს აგონებს და ეს პარალელი მაშინვე გაავლო, როცა მისი თამაში პირველად ნახა.

„მბაპე პირველად რომ ვნახე, ვთქვი, რომ პელეს ჰგავდა. ყველას ეგონა, რომ შეშლილი ვიყავი, მაგრამ მან ამ დონემდე მიაღწია. ტექნიკით მბაპე ჰოლანდზე წინაა, მას აქვს ფანტაზია და არა მხოლოდ სიჩქარე. ასევე აქვს, სწორი მენტალიტეტი. კილიანმა იცის, როგორ გაანალიზოს სწრაფად თამაში. ის სულისკვეთებით თავისუფალია და განსაკუთრებულია“, - თქვა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ სახელი „მონაკოში“ გაითქვა, 2017 წელს კი „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა, რომელთანაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და სავარაუდოდ, კარიერას ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.

0.113182