ფეხბურთი

14:53 | 16.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" უკრაინელ ლტოლვილებს 1 მილიონი ევროთი დაეხმარება

მადრიდის „რეალი“ უკრაინას ფინანსურად დაეხმარება. როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ესპანელები უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად 1 მილიონ ევროს გადარიცხავენ.

თანხა წითელი ჯვრისა და გაეროს ACNUR-ის ანგარიშებზე გადაირიცხება, რომლებიც მჭიდროს თანამშრომლობენ იმ ადამიანებთან, რომლებიც ომის გამო იძულებული გახდნენ თავიანთი სახლები დაეტოვებინათ.

გარდა ამისა, „რეალმა“ ტანსაცმელი და სპორტული ინვენტარი გაუგზავნა შესაბამის ორგანიზაციებს, რომელთა ოფისები ესპანეთის დედაქალაქში მდებარეობს.

0.134259