“ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხელშეკრულება გააფორმა შვედურ სტრიმინგ სერვის Spotify-თან.
გარიგების თანახმად, Spotify იქნება კატალონური კლუბის მთავარი სპონსორი მომდევნო ოთხი სეზონის განმავლობაში. თანამშრომლობის ფარგლებში, „ბარსელონას“ სტადიონს Camp Nou Spotify დაერქმევა.
„პარტნიორობის მიზანია ახალი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს „ბარსელონას“ გულშემატკივრების გლობალურ საზოგადოებასთან ურთიერთობას“, - ნათქვამია კატალონური გუნდის განცხადებაში.
კომპანია Sportify-სა და „ბარსელონას“ შორის ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შევა.