მადრიდის „რეალი“ „დორტმუნდის“ თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას აპირებს და როგორც ჩანს, ქმედით ნაბიჯებს უკვე დგამს.
Sport-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში გერმანული გუნდის გენერალური დირექტორი ჰანს-იოახიმ ვაცკე მადრიდში გაფრინდება, სადაც „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდება.
საუბრის თემა რა თქმა უნდა, ჰოლანდის ტრანსფერი იქნება. მოსალოდნელია, რომ გერმანელები ნორვეგიელში 75 მილიონ ევროზე მეტს მოითხოვენ, მის შემცვლელად კი „ზალცბურგის“ გერმანელ თავდამსხმელ კარიმ ადეიემის განიხილავენ.
შეგახსენებთ, ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდში“ 2020 წლის იანვრიდან თამაშობს და დღემდე ჩატარებულ 80 შეხვედრაში 80 გოლი გაიტანა.