ფეხბურთი

20:37 | 15.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

საარბიტრაჟო სასამართლომ რუსების აპელაცია არ დააკმაყოფილა

რუსეთის საფეხბურთო კავშირის აპელაცია სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ უარყო, შედეგად, რუსეთის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში ვერ ითამაშებს.

TAS-მა განიხილა რუსების აპელაცია, მაგრამ არ დააკმაყოფილა და ყველა რუსული კლუბისა და ნაკრების საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთის გადაწყვეტილება ძალაში რჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრები და რუსული კლუბები გაურკვეველი ვადით ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოკვეთა.

0.120191