ფეხბურთი

0:34 | 15.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "ვეცდებით, "მანჩესტერის" ნებისმიერი შეცდომა გამოვიყენოთ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც არგენტინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეცდებიან მეტოქის ნებისმიერი შეცდომა გამოიყენონ.

„ჩვენ ვიცით, „იუნაიტედის“ პოტენციალი, მეტოქის მნიშვნელობა, რომელსაც ვეთამაშებით და საფრთხე, რომელსაც „მანჩესტერი“ მოწინააღმდეგეს საშინაო მატჩებში უქმნის, მაგრამ ჩვენი თავის გვჯერა.

დინამიურ თამაშს ველოდები, რომელშიც ზეწოლა დიდი იქნება, ჩვეულებრივ, ასეთ სტადიონებზე ასეა. ვეცდებით, გამოვიყენოთ ნებისმიერი შეცდომა, რომელსაც ისინი დაუშვებენ. ფრთხილად უნდა ვიყოთ მათ კონტრშეტევებზე, რადგან ეს „იუნაიტედის“ ერთ-ერთი უძლიერესი იარაღია“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, „მანჩესტერისა“ და „ატლეტიკოს“ პირველი მატჩი ესპანეთში 1:1 დასრულდა, საპასუხო კი 15 მარტს გაიმართება.

0.11192