ფეხბურთი

20:15 | 14.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

დი კანიო: "მე მირჩევნია სულით ცოცხალი ადამიანი, ვიდრე უიმედო უცხოპლანეტელი"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ ლიონელ მესი გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, ის არჩევანს ყოველთვის კრიშტიანუ რონალდუზე გააკეთებს, რადგან მესი ემოციის გარეშე თამაშობს.

„მესიმ მოედანი თავის ქექვით დატოვა, ემოციის გარეშე. მასსა და რონალდუს შორის პორტუგალიელს ავირჩევდი. არ თამაშობს „მანჩესტერ სიტისთან“, რადგან არ უნდა სათადარიგო სკამზე დაჯდომა, მიფრინავს პორტუგალიაში, ბრუნდება და ჰეთ-თრიქს ასრულებს. მე ვირჩევ ცოცხალი სულისკვეთების ადამიანს და არა უემოციო უცხოპლანეტელს. მესიმ აჩვენა თავისი შეზღუდვები. მას სტადიონზე ათასობით გულშემატკივარი ელოდა, რომ მათთან მისულიყო, მაგრამ მან არასწორი ქმედება აირჩია და სტადიონი უემოციოდ დატოვა. თუმცა, ნეიმარი კიდევ უფრო უარესია. ამ ბოლო დროს მოედანზე არაფერს აკეთებს, მერე ისიც კი თქვა, რომ MLS-ში გადასვლა სურს, რადგან იქ 3-თვიანი შვებულებაა. მას არავითარი პატივისცემა არ გააჩნია“, - თქვა დი კანიომ.

0.125011