„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ფანების მხრიდან ლიონელ მესისა და ნეიმარის მიმართ სტვენაზე კომენტარი გააკეთა. როგორც არგენტინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ისინი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან და პატივისცემას იმსახურებენ.
„ჩემთვის ეს უსამართლობაა. მხოლოდ მესი და ნეიმარი არ იმსახურებენ სტვენას, ისინი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან, ამიტომ მათ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ერთად იგებს და ერთად აგებს. არავის მოსწონს ის, რაც მოხდა და მესმის, რომ პსჟ-ს ფანები მადრიდული იმედგაცრუების შემდეგ გაბრაზებულია. გვესმის ეს იმედგაცრუებას, მაგრამ უნდა შევეგუოთ, რაც მოხდა“, - თქვა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, „პარი სენ ჟერმენის“ გულშემატკივრებმა მესისა და ნეიმარს „ბორდოსთან“ შეხვედრაში ობსტრუქცია მოუწყვეს.