საქართველოს ნაკრებისა და „ვოლფსბერგერის“ მცველი ლუკა ლოჩოშვილი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
23 წლის ფეხბურთელს დიაგნოზი დაუსვეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ტვინის შერყევა აქვს და ცხვირის მოტეხილობაც აღენიშნება. ჯერჯერობით, ზუსტი პერიოდი, რომელსაც გამოტოვებს უცნობია, მაგრამ რამდენიმე კვირა გაუცდება.
ლუკა დიდი ალბათობით, მარტში საქართველოს ნაკრებს ამხანაგურ მატჩებშიც ვერ დაეხმარება, რომელსაც ვილი სანიოლის გუნდი ბოსნიისა და ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, ლუკა ლოჩოშვილმა მძიმე ტრავმა ვენის „აუსტრიასთან“ დაპირისპირებაში მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 25 თამაშია.