ფეხბურთი

16:00 | 13.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსისთან" Hyundai-მ კონტრაქტი გაწყვიტა

რომან აბრამოვიჩისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ „ჩელსი“ სპონსორებს კარგავს. ბრიტანული მედია იტყობინება, რომ კლუბის ერთ-ერთმა მთავარმა სპონსორმა Hyundai-მ კონტრაქტი გაწყვიტა.

კომპანია „ჩელსისთან“ 2018 წლიდან თანამშრომლობდა, მაგრამ შექმნილი სიტუაციის შემდეგ თანამშრომლობაზე უარი თქვა:

„ჰიუნდაი მრავალი წელია ფეხბურთში ერთ-ერთი მძლავრი პარტნიორია და კომპანია მხარს უჭერს სპორტს. „ჩელსისთან“ ჩვენი პარტნიორობით ძალიან ვამაყობთ, მხარს ვუჭერთ ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს. თუმცა, შექმნილ ვითარებაში, გადავწყვიტეთ შევაჩეროთ მარკეტინგული და კომუნიკაციური აქტივობები კლუბთან შემდგომ მითითებამდე“, - ნათქვამია ჰიუნდაის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული მედიის ცნობით, „ჩელსის“ მატჩებზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ქირაობის ფინანსური რესურსებიც აღარ აქვს და მატჩებზე ვერც ჩარტერული რეისებით ივლის, მოუწევს, რომ უფრო დაბალფასიანი რეისით იმგზავროს. გარდა ამისა, ლონდონურ გუნდს მოცემულ ვითარებაში სხვა მნიშვნელოვან დათმობებზეც მოუწევს წასვლა.

თეგებიჩელსიHyundai
0.10983