სამხრეთ კორეის K ლიგა 2-ში (რანგით მეორე დივიზიონი) ნიკა კაჭარავამ სადებიუტო გოლი გაიტანა.
„ჯეონამის“ ქართველმა ფორვარდმა მეოთხე ტურში „გეონგნამთან“ 79-ე წუთამდე ითამაშა და თავი 27-ე წუთზე გამოიჩინა, როცა მეტოქის კარი ახლო მანძილიდან დალაშქრა და სხვათა შორის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1 თავისი გუნდის სასარგებლოდ.
კაჭარავამ ამ შეხვედრაში ყვითელი ბარათიც მიიღო, მიმდინარე სეზონის მესამე მატჩში კი პირველად გაიტანა. „ჯეონამი“ ოთხი ტურის თავზე ოთხი ქულით მეშვიდე ადგილზეა.