ჭიდაობა

1:12 | 13.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე

თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე გიორგი ელბაქიძე ევროპის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა ორი ვერცხლის მედალიც მოიპოვა, ხოლო შეჯიბრის დასკვნით დღეს ერთი მოჭიდავე ოქროსთვის და სამი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

70 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ელბაქიძემ იტალიელი ჯანლუკა კოლეტი (10:0), ავსტრიელი ბენედიკ ჰუბერი (12:1) და მოლდოველი ნიკოლაუ გრაჰმეზი (9:7) დაამარცხა, ხოლო ფინალში სომეხ ნარეკ არუთინიანს 6:5 აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ის ფინალში 0:5-ს აგებდა, მაგრამ საოცარი ბრძოლა სათავისოდ დაასრულა.

57 კგ წონით კატეგორიაში გიორგი გეგელაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან სომხეი ედიკ არუთინიანი 9:4, ჩრდილოეთ მაკედონიელი აიდ სალიჰასი 11:0 და თურქი იუსუფ დემირი 10:0 დაამარცხა, ფინალში კი გერმანელ ჰორსტ ლერთან ბოლო ქულის წესით წააგო (2:2).

ვერცხლის მედალი ერგო ევსემ შველიძეს (79 კგ), რომელმაც ფინალამდე გერმანელ კონსტანტინ შაიბლს 6:2, აზერბაიჯანელ აშრაფ აშიროვს 9:8 და ბულგარელ ოკტაი ჰასანს 3:1 აჯობა, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრა ბერძენ გეორგიოს კუკიმციდისთან 9:16 წააგო.

97 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლამდე ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა რივერი მწითურს, რომელმაც მედლისთვის ბრძოლაში უნგრელ რიჩარდ ვეგთან 4:7 წააგო და კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.

დღესვე გაიმართა წინასწარი შეხვედრები ხუთ წონით კატეგორიაში, საიდანაც ოთხში ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ფინალს მხოლოდ ერთმა, სოლომონ მანაშვილმა (125 კგ) უწია და კვირას ოქროს მედლისთვის უნგრელ მილან კორშოგს გაეჯიბრება.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს რამაზ თურმანიძე (61 კგ), რომელიც ნახევარფინალში დამარცხდა და კვირას მედლისთვის ერთი გამარჯვებაც ეყოფა. ზუსტად იგივე გზა განვლო ბაგრატ გაგნიძემ (86 კგ), მაგრამ ნახევარფინალში მარცხის შედეგად ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. 92 კგ წონით კატეგორიაში ასევე ნახევარფინალში დამარცხდა დავით კოღუაშვილი და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს. ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა ოთარ ბაგაური (74 კგ), რომელმაც პორველივე შეხვედრა წააგო.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი სტილის ჭიდაობამდე ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართა და 10 ქართველიდან რვამ მედალი მოიპოვა - 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116164