კალათბურთი

23:54 | 12.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 24-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ სტუმრად „სარაგოსა“ 77:62 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ქართველი ცენტრი კი მოედანზე საუკეთესო იყო.

შერმადინმა 25:47 წუთში 22 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გიორგი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა, 9-დან 8 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 36-ს გაუტოლდა.

ქართველი კალათბურთელი, როგორც მოპოვებული ქულებით, ისე მარგი ქმედების კოეფიციენტით ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და MVP-ის ტიტულიც მოიპოვა.

„ლენოვო ტენერიფე“ 13 მოგებით და 8 წაგებით ლიგა ენდესაში მეხუთე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 20 მარტს, შინ „ბურგოსთან“ ჩაატარებს.

0.121055