ფეხბურთი

22:23 | 12.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლმა“ ოსიმჰენი 100 მილიონად ვერ იყიდა

თურმე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, „ნიუკასლი“ „ნაპოლის“ ნიგერიელი შემტევის, ვიქტორ ოსიმჰენის შეძენას ცდილობდა, მაგრამ იტალიური კლუბისგან უარი მიუღია - წერს Corriere Della Sera.

„კაჭკაჭები“ 23 წლის აფრიკელში 100 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ ნეაპოლელებმა უარი უთხრეს. დიდი ალბათობით, ინგლისური კლუბი ზაფხულში ისევ ეცდება ფორვარდის ხელში ჩაგდებას.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში ოსიმჰენმა 23 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ნაპოლიში“ ის ფრანგული „ლილიდან“ 2020 წელს გადავიდა 40 მილიონ ევროდ. კლუბთან არსებულ კონტრქტს კი ვადა 2025 წელს ეწურება.

0.11986