ფეხბურთი

20:52 | 12.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: „ნავასმა „რეალთან“ მატჩის შემდეგ დონარუმას მხარი დაუჭირა“

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, ჟურნალისტებს მისი გუნდის მეკარეების, კეილორ ნავასისა და ჯანლუიჯი დონარუმას ურთიერთობის შესახებ ესუბრა.

„ყველა გაწბილებულნი ვართ „რეალთან“ მარცხით, მაგრამ შიდაურთიერთობაში არაფერი გაფუჭებულა. ესენი ხომ უმაღლესი დონის მეკარეები არიან. ნავასმა მატჩის შემდეგ დონარუმას და მთელ გუნდს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ეს მისი არჩევანი გახლდათ. ფეხბურთში გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით გვიწევს.“ - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს RMC Sport.

წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნავასი გაცეცხლდა მას შემდეგ, რაც „რეალთან“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში დონარუმა ათამაშეს. თავად კი თადარიგში დარჩა.

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი „რეალსა“ და პსჟ-ის შორის 3:1 დამთავარდა მადრიდელთა სასარგებლოდ (პირველი შეხვედრა 0:1). მეოთხედფინალშიც ესპანელები გავიდნენ.

0.116392