„ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელით, მარკუს რაშფორდით დაინტერესდა - გვამცნობს Sport.es.
კატალონიელები ინგლისელს დორტმუნდის „ბორუსიის“ შემტევის, ერლინგ ჰოლანდის ალტერნატიულ ვარიანტად მოიაზრებენ, იმ შემთხვევაში, თუ ზაფხულში ნორვეგიელის გადაბირება ვერ შეძლეს.
ბრიტანული ტაბლოიდები უკვე კარგა ხანია წერენ, რომ მცირე სათამაშო დროის გამო, შესაძლოა, რაშფორდმა „მანჩესტერი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს.
მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში 24 წლის რაშფორდმა 24 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.