ლოს ანჯელეს “ლეიკერსის” ლიდერის კობი ბრაიანტის განცხადებით, ის თავს კარგად გრძნობს და ტრავმის მოშუშების შემდეგ ოპტიმალურ ფორმაშია.
“ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში თავს ისე კარგად არ ვგრძნობდი, როგორც ახლა”- ბრაიანტის სიტყვებს afp.com ციტირებს.
წინა სასეზონო მატჩში, “ლეიკერსმა” “დენვერი” დაამარცხა (98:95). კობიმ პარკეტზე 21 წუთი დაჰყო, მისი მონაგარი 13 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა იყო.