ფეხბურთი

19:30 | 12.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში ზედიზედ მეოთხე მატჩში მეხუთე გოლი გაიტანა (+VIDEO)

4 მატჩი და 5 გოლი - ბუდუ ზივზივაძე „უიპეშტის“ მაისურით შესანიშნავად ათამაშდა და მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. 27 წლის ქართველმა ფორვარდმა უნგრეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიტანა.

OTP Bank ლიგის 24-ე ტურში „უიპეშტი“ სტუმრად „დებრეცენს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. ზივზივაძემ კი მეტოქის კარი მეხუთე წუთზე დალაშქრა და ანგარიში გახსნა. მან შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. 79-ე წუთამდე იყო მოედანზე „უიპეშტის“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ბერიძე.

ზივზივაძემ „უიპეშტში“ გადასვლის შემდეგ ჯერ „ფეჰერვარს“ გაუტანა გოლი, მერე „მეზოკოვეშდთან“ დუბლი შეასრულა (ორივე გუნდში მას ნათამაშები აქვს), წინა ტურში კი თავი „პუშკაშ აკადემიასთანაც“ გამოიჩინა. ქართველ ფეხბურთელს უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 7 გოლი დაუგროვდა (2 სეზონის პირველ ნაწილში „ფეჰერვარის“ მაისურით გაიტანა).

აღსანიშნავია, რომ ზივზივაძის ტრანსფერამდე „უიპეშტი“ ბოლო ადგილზე იყო, მას შემდეგ, რაც ქართველის დებიუტი შედგა ყველაფერი შეიცვალა: ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და 30 ქულით მეექვსე ადგილზე აღზევდა, მომდევნო ტურში კი 20 მარტს, „ჰონვედს“ უმასპინძლებს. შედარებისთვის, „უიპეშტს“ ზივზივაძის გარეშე 18 თამაშში 18 ქულა ჰქონდა, ქართველი ფორვარდის დამატების მერე კი 4 მატჩში 12 ქულა მოიპოვა.

0.140093