ფეხბურთი

16:08 | 12.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი: "კიელინი ისე თამაშობს, თითქოს წიგნს კითხულობს"

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მატაის დე ლიხტმა ჯორჯო კიელინის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თამაშს ისე კითხულობს, როგორც წიგნს. მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის და „იუვენტუსისთვის“ მთავარი გამარჯვებაა, ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს.

„აიაქსში“, როდესაც 15 წლის ვიყავი, ნახევარმცველად ვთამაშობდი, შემდეგ გავხდი ცენტრალური მცველი, თავიდან არ ვიცოდი, გუნდისთვის როგორ უნდა მეთამაშა. გამოცდილებასთან ერთად ვისწავლე სხვადასხვა სიტუაციებში სწორად მოქმედება.

რა თქმა უნდა, შემიძლია მომატება. მაგალითად, ჯორჯო კიელინი 37 წლისაა და ისე თამაშობს, თითქოს, წიგნებს კითხულობს. მან ყველაფერი წინასწარ იცის: „კარგი, ახლა ეს მოხდება, შემდეგ ეს“. და, რა თქმა უნდა, ეს არის უნარი, რომელიც მას 20 წლის ასაკში არ გააჩნდა. ყველაფერი გამოცდილებით ისწავლა.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. „იუვენტუსში“ თუ 1:0-ს მოვიგებთ და ცუდად ვითამაშებთ, გულწრფელად ვფიქრობ, რომ ყველა ბედნიერი იქნება. თუ კარგად ვითამაშებთ და 1:2-ს წავაგებთ, ბედნიერი არ ვიქნებით. ყველა გუნდს აქვს გარკვეული დნმ, რომელიც ყველა კლუბში განსხვავებულია“, - განაცხადა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსს“ 2019 წლის ზაფხულში ამსტერდამის „აიაქსიდან“ შეუერთდა და დღემდე ჩატარებულ 107 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

0.139289