ჭიდაობა

23:59 | 11.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს სამი ფინალისტი ჰყავს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო და პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ სამი ფინალისტი ჰყავს.

გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ), გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ევსემ შველიძემ (79 კგ) ფინალში გასვლა მოახერხეს და ევროპის ჩემპიონის ტიტულს თითო ნაბიჯი აშორებთ. გეგელაშვილი ფინალში გერმანელ ჰორსტ ლერს დაუპირისპირდება, ელბაქიძე - სომეხ ნარეკ ჰარუთინიანს, ხოლო შველიძე - ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდისს.

97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე რივერი მწითური ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. რეპეშაჟის ფინალში მისი მეტოქე უნგრელი რიჩარდ ვეგი იქნება. უმედლოდ მხოლოდ ერთი ქართველი მოჭიდავე დარჩა, გია უღრელიძე (65 კგ), რომელიც პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები 12 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მანამდე ასპარეზობაში დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის მოჭიდავეები ჩაერთვებიან და ხალიჩაზე წინასწარი შეხვედრებისთვის გავლენ.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი სტილის ჭიდაობამდე ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართა და 10 ქართველიდან რვამ მედალი მოიპოვა - 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

0.127899