ფეხბურთი

23:25 | 11.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "რუსი სპორტსმენების ტურნირებიდან მოკვეთა უსამართლობაა"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ფიქრობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსი სპორტსმენების სხვადასხვა ტურნირებიდან მოკვეთა სამწუხარო ფაქტი და უსამართლობაა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სერიოზული ვითარება, ეს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, გავლენას ახდენს ფეხბურთსა და სპორტზე. ძალიან სამწუხაროა, რომ რუსი სპორტსმენები ტურნირებიდან გარიცხეს.

ვფიქრობ, რომ ეს უსამართლობაა. ძალიან კარგად ვიცი, ყოველდღიურად რამდენი შრომაა საჭირო ტურნირებში მონაწილეობისთვის. ისინი ამ სიტუაციის გამო ისჯებიან, მაგრამ მგონია, რომ ეს არასწორია. გულწრფელად, იმედი მაქვს, რომ სიტუაცია მალე მოგვარდება, რადგან ეს ყველას დიდ ზიანს აყენებს. 2022 წელია და ამის ხილვა ყველასთვის საშინელებაა“, - თქვა კონტემ.

0.113441