ბოლნისის „სიონი“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გუნდი გახდა, რომელსაც მთავარი მწვრთნელი შეეცვალა.
ბოლნისელებმა გიორგი დარასელიასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს, რაც სეზონის წარუმატებელი სტარტით იყო განპირობებული და მას უჩა სოსიაშვილი შეცვლის.
32 წლის სოსიაშვილი ბოლოს წყალტუბოს „სამგურალში“ მუშაობდა, რომელიც ეროვნულ ლიგაში დააბრუნა და საქართველოს თასის ფინალში გაიყვანა. მან ყველაზე დიდ წარმატებას 2015 წელს გორის „დილასთან“ ერთად მიაღწია, როცა საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
აქვე გეტყვით, რომ „სიონი“ ეროვნულ ლიგაში სამი ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზეა და გოლიც არ გაუტანია.