ფრანგულმა ჟურნალმა France Football-მა „ოქროს ბურთზე“ წესები შეცვალა. ამის შესახებ ფრანგებმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს.
აქამდე ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ფეხბურთელებს კალენდარული წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგის მიხედვით გადაეცემოდათ. მაგალითად, France Football-ი ითვალისწინებდა იანვარი-ივლისი და აგვისტო-დეკემბრის პერიოდში ნაჩვენებ თამაშებს, მაგრამ ამიერიდან ეს სათვალავში აღარ მიიღება. ფრანგული გამოცემა შედეგებს აგვისტოდან ივლისამდე ნაჩვენები თამაშის მიხედვით განსაზღვრავს. შესაბამისად, „ოქროს ბურთს, არა კალენდარული წლის, არამედ სეზონის გამო გაათამაშებს.
გარდა ამისა, შეიცვალა ხმის მიცემის კიდევ სამი კრიტერიუმი: წინასწარი სიების შედგენაში უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობს, ერთ-ერთი მაგალითად „ოქროს ბურთის“ ელჩი დიდიე დროგბა იქნება. ამასთან, ხმის მიცემას მხოლოდ ფიფას რეიტინგის პირველი ასეულის წევრი ქვეყნები შეძლებენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ე.წ ალოგიკური ხმები, მეტ-ნაკლებად პატარა და უცნობი საფეხბურთო ქვეყნებიდან. ბოლო წესის თანახმად კი, ამიერიდან, უფრო მეტი ყურადღება მიექცევა არა გუნდურ, არამედ ინდივიდუალურ თამაშს და მოთამაშის განვლილი კარიერაც გათვალისწინებული არ იქნება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შედეგები არა 2022 წლის, არამედ 2023 წლის ნომინაციაში იქნება გათვალისწინებული.