ფეხბურთი

15:55 | 11.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუსებმა უკრაინული გუნდის სტადიონი დაბომბეს

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ჩერნიჰევში საფეხბურთო კლუბ „დესნას“ სტადიონი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და კლუბიც ადასტურებს.

როგორც „დესნას“ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ყველაფრის თავიდან აშენებას შეძლებენ და უფრო ძლიერები გახდებიან, ხოლო რუსეთი ისეთად დარჩება, როგორიც ახლა არის.

„დესნას“ გარდა, სტადიონზე საშინაო მატჩებს უკრაინის ქალთა ნაკრები და დონეცკის „ოლიმპიკი“ ატარებდნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და მოსახლეობას ბომბავს. ჩერნიჰევი უკრაინის ჩრდილოეთით, ბელარუსის საზღვართან მდებარეობს.

0.116449